Wednesday, June 29, 2016

სასწავლო პროექტი



1პროექტის სახელწოდება:“მზიური“
პროექტის მთავარი იდეა(თემა) რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის თამაშით სწავლება,სხვადასხვა უნარებით განმავითარებელი  პრაქტიკული სამუშაოები.
პროექტის მიზნები:ბავშვის სრულყოფილად მომზადება სასკოლო გარემოსთვის.
მონაწილეთა ასაკი: სკოლამდელი ბავშვები.
ვადები/ ხანგრძლივობა: ერთი თვე.
მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: სათამაშოებით აღჭურვა საბავშვო ბაღის.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:თანხის მოძიება.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):თანხის მოძიების მერე სკოლამდელ აღსაზრდელებს ვყიდულობთ სხვადასხვა სათამაშოებს.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკასთან, გეომეტრიასთან, ბუნებასთან. 

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ანნა პაპიკიან .

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა Annapapikyan1@gmail.com


Sunday, June 26, 2016

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
მაღაზიობანას თამაში
სწავლების საფეხური
მე=6 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
14= მოსწავლე
დრო ხანგრძლივობა
45=წუთი
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ინტერაქცია მაღაზიებთან
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ინტერაქცია მაღაზიებზე,ახალი ლექსიკის ათვისება,კითხვა= გაგება.
კავშირი საგნებთან
მათემატიკა
ე.ს.გ. მისაღწევი შედეგები

 მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება.პასუხობს ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ კითხვებზე;

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         სვამს/პასუხობს კითხვებს, ან გამოხატავს თხოვნას კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით;
·         სვამს /პასუხობს მარტივ კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე (მაგ., ვის როდის აქვს დაბადების დღე? რომელი კერძი/თამაში/ცხოველი/წელიწადის რომელი დრო... მოსწონს/არ მოსწონს? რით ერთობა? რა სიხშირით მოქმედებს და სხვა);

მონაწილეობს სიმულაციურ სიტუაციაში (მაგ., გაცნობა/წარდგენა, ინტერვიუს ჩამორთმევა, ვიზიტი ექიმთან, სატელეფონო დიალოგები და სხვა);

წინარე ცოდნა
მოსწავლემ იცის სხვადასხვა  მაღაზიების დასახელება და საგნების დასახელება
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
წიგნი,რვეული,სურათები,სდი ფლეიერი
გაკვეთილის მსვლელობა საკლასო მენეჯმენტი
1)ვამოწმებ საშინაო დავალებას.3=წთ.

2)რამდენიმე ბავშვიკითხულობს დასწავლილ გაკვეთილს.15=წთ. დავაფასებ განმავითარებელ კომენტარებით,სმაილებით,ქულებით.

3)ვუხსნი ახალ გაკვეთილს.“მოდი მაღაზიობანა ვითამაშოთ“.ბავშვებს წავუკითხავ თემას და ვთხოვ მონიშნონ მათთვის უცნობი სიტყვები.ამის მერე ერთობლივად განვმარტავთ ამ სიტყვებს.მაგ. კონტექსტის მიხედვით.10=წთ.ბავშვები კითხულობენ დიალოგს წყვილებში.

ვწერთ საკლასო წერას;შევაერთოთ რომელი ნივთი სად იყიდება? 

4) მაღაზიის დასახელება;სურსათის მაღაზია,აფთიაქი,წიგნების მაღაზია,სუპერმარკეტი
წამალი,რვეული, კარაქი,სხვადასხვა ნივთები.5=წთ.

ამის მერე ბავშვებს ვათამაშებ მაღაზიობანას;სხვადასხვა მაგიდაზე აწყვია სათამაშოები დათითოეულ მაგიდას აკრავს აბრა ,მაღაზიის დასახელება,ბავშვი მიდის სასურველ მაღაზიაში და ყიდულობს სასურველ ნივთს.10=წთ.

5)საშინაო დავალება:დიალოგის დასწავლა სწორად,გამართულად. უცნობი სიტყვებით წინადადებების შედგენა.2=წთ.
შეფასების საგანი და პროცედურები
განმავითარებელი შეფასება ;წახალისება.

შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმი/შკალა
დაბალი
საშუალო
კარგი
საუკეთესო
პრეზენტაციის  ვიზუალურინაწილი
მოუწესრიგებელია არ შეესაბამება შინაარსს
მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია.ვიზუალური მასალა ნაკლებად შეესაბამება შინაარსს
მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია, ზოგადად,  შეესაბამება პრეზენტაციის შინაარსს 
ზუსტად შეესაბამება შინაარსის ყოველ კომპონენტს 
ორიგინალობა
დასტურდება პლაგიატის  ელემენტები
მინიმალურად ორიგინალური
საკმარისად ორიგინალური
მთლიანად ორიგინალური
დავალებასთან შესაბამისობა
საერთოდ არ შეესაბამება დავალებას
მიჰყვება ინსტრუქციათაგან მხოლოდ ზოგიერთს
მიჰყვება ინსტრუქციებს ,თუმცა ზოგჯერ ზედაპირულად
ყველა ინსტრუქცია გათვალისწინებულია,დავალება სრულად არის შესრულებული
მთლიანი შთაბეჭდილება
მიზანი არ არის მიღწეული,ანმოთხოვნების უმრავლესობა არ არის გათვალისწინებული
მინიმალურად არის მიღწეული დასახული მიზანი,გათვალისწინებულია ზოგიერთი მოთხოვნა
მიღწეულია გარკვეული მიზანი, მოთხოვნა, ზოგადად  გათვალისწინებულია
ყველა მიზანი სრულად არის მიღწეული.